
პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში - არჩილ თალაკვაძის პირველი განცხადება გადადგომის გადაწყვეტილების შემდეგ.
პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე პოსტის დატოვების მიზეზად იგივეს ასახელებს, რაც პირველ განცხადებაში თქვა, როცა წასვლის შესახებ გაახმოვანა, რომ მისი ადგილი დარბაზშია.
გარდა ამისა თალაკვაძე ამბობს, რომ კრიზისი გადალახულია და "სავარძელი არ არის ქართული ოცნების გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი":
არაერთხელ მითქვამს, რომ შეთანხმებით ამ ყველაფრის დასრულებისთანავე ვთვლიდი, რომ საჭირო იქნებოდა ჩემი წასვლა. ახლა მიმაჩნია, რომ პარლამენტშია კონკურენტუნარიანი ოპოზიცია ჩემი ადგილი არის დარბაზში ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე" ამბობს თალაკვაძე
მისივე თქმით, საჭიროა "ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას რას ნიშნავს რეალური დემოკრატია". თალაკვაძე თვლის, რომ ქვეყანას "წარმომადგენლობითი პარლამენტი ჰყავს და პარლამენტს სჯობს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირი მხარე ამ მოლაპარაკებებში" - ამბობს თალაკვაძე.