გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლაა - ხოჯევანიშვილის განცხადება

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას გუნდი წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან გახარიას გუნდის მიმართ ზეწოლა ხორციელდება.

როგორც ხოჯევანიშვილმა მმართველ გუნდ მიმართა და უთხრა, რომ "მსგავსი მეთოდები წარსულს ჩაბარდა".

"მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ არ მუშაობს.

მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ",-თქვა ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი