ყველა ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ვინც უარყოფს დამარცხებული - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს ორი გზა დარჩა - ან აღიარონ მარცხი და პარლამენტში შევიდნენ, ან საბოლოოდ მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ.

"ყველა ვინც დღეს ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ყველა ვინც ამ შეთანხმებას უარყოფს დამარცხებული. მათ მხოლოდ ორი გზა დარჩათ, ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელმოწერის ერთგული იქნება და ყველა იმ პუნქტს შეასრულებს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტშია გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. სავარაუდოდ, დღესვე უნდა გამოსცეს პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი