არ ვაპირებდი დღეს გამოსვლას. ვიფიქრე, პირველი დღეა და ცოტა შევეგუები, გავიგებ, რა ხდება... - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას ბოიკოტის პირობებში, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, სასამართლოს რეფორმა და დასჭირდა ამას დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა - განცხადება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, 8 წლის განმავლობაში ქვეყანა ჩაკეტილ წრეში მოექცა:

"6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას ბოიკოტის პირობებში, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა და დასჭირდა ამას დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა, 6 თვე, როცა ქართულ ოცნებას, მმართველ ძალას, ჰქონდა ამისთვის 8 წელიწადი.

არ ვაპირებდი დღეს გამოსვლას. ვიფიქრე, პირველი დღეა და ცოტა შევეგუები, გავიგებ, რა ხდება პარლამენტში. პირველად ვარ 30 წლის მერე, როცა დაქირავებული ვარ და დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ თქვენთან.

მინდა გითხრათ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში. ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდება. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი - ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც",-თქვა ხაზარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი