საპარლამენტო საქმიანობას კონკრეტული შედეგების შემდეგ დავიწყებ - ბაქრაძის განმარტება

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და დღევანდელ პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი რურუა გათავისუფლდება, ასევე, მელიასთან მიმართებაში შეთანხმებულ 20 ივნისის ამნისტიის კანონს კენჭისყრაზე დააყენებენ.

"პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია - საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ", - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

მან მხარდაჭერა გამოხატა იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს პარლამენტში შევიდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. სავარაუდოდ, დღესვე უნდა გამოსცეს პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი