მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია -"საია" ჯარიმებისა და სანქციების გამკაცრებაზე

გამოქვეყნდა:

საია არაკონსტიტუციურად თვლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს და უარყოფითად აფასებს.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ ჯარიმების გაზრდა გაუმართლებელია და ადამიანის უფლებებს ზღუდავს:

საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე" ნათქვამია საიას განცხადებაში.

იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ, 26 აპრილს, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი