თუ გამოიცემა, ამნისტია უნდა შეეხოს მათაც, ვის მიმართაც შესაძლოა გამოძიება მომავალში დაიწყოს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტში მუხლები, რომლებზეც ის გავრცელდება, ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, უნდა დაკონკრეტდეს. მათ შორისაა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაც.

"ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს, რომ ის უნდა შეეხოს ყველას, თუმცა ჩვენ გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ, არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია, რომელიც არის მე-2, მე-3 მუხლებით გათვალისწინებული, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ვფიქრობთ ამნისტიის შესახებ კანონში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, ამნისტიის შესახებ კანონი მოიცავს ყველაფერს, მაგრამ არა იმ მუხლებს, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება.

"იურიდიული პრინციპების თანახმად, იმისთვის, რომ თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული, თუ არ იქნება დაცული მიმართავს ნებისმიერი პირი საკონსტიტუციო სასამართლოს და მოიგებს სარჩელს ამნისტიის შესახებ კანონის წინააღმდეგ. ჩვენ გამართული კანონი უნდა მივიღოთ, შესაბამისად, თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული, უმარტივესი პრინციპია, თუ ამნისტიის კანონი გამოიცემა, ის უნდა შეეხოს იმ პირებსაც, რომელზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე, ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი