"დღესვე, ან ხვალ" - კუჭავა კითხვაზე, როდის შეიწყალებს პრეზიდენტი რურუას

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, შესაბამისად მისი გადასაწყვეტია, კონკრეტულად როდის გამოსცემს შეწყალების აქტს - აცხადებს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

კახა კუჭავას განმარტებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 1 კვირაში უნდა შეიწყალონ, შესაბამისად პრეზიდენტი შეწყალების აქტს დღეს ან ხვალ გამოსცემს.

"პრეზიდენტმა პირველად მსგავსი ქმედება განახორციელა, როცა გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და ეს მისი მხრიდან მეორე ნაბიჯია, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო დაწიოს. ეს მოწოდება, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული ქვეყნების მხრიდან იქნა მიღებული. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, რომ ეს ნამდვილად შეუწყობს იმ პროცესს ხელს, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს და ერთიანი მიზნისთვის ბრძოლა ყველა პარტიამ ერთად გააგრძელოს.

როდის მოხდება, მე ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მახსოვს, რომ ერთი კვირა წერია შეთანხმებაში, ამიტომ უნდა ველოდოთ რომ ძალიან მალე, დღესვე ან ხვალ, 7 დღე როცა გადის უკვე იქნება შეწყალების აქტი",-თქვა კახა კუჭავამ.

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. პრეზიდენტს არც განცხადება გაუკეთებია და არც რაიმე დოკუმენტი გამოუქვეყნებია.

შეთანხმების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" ერთ - ერთ მეწილის შეწყალების აქტი სწორედ დღეს უნდა გამოეცა, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი