მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში - ვაშაძე რურუას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით", - ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტში, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის მიერ, გიორგი რურუას შეწყალების აქტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძე ამბობს, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პირობა უნდა ასრულდეს და რურუას გათავისუფლებაც სწორედ იმის შედეგია, რომ მხარეები შეთანხმებას ასრულებენ.

"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, დღეს დამარცხებული არავინ არ ჰყავს საქართველოს, როგორც არ ჰყავდა დამარცხებული არავინ საქართველოს შეთანხმების დღეს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები რაზეც დეტალურად შევთანხმდით სრულდება. მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით და მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებებით საქართველოს დღეს ის როგორც არასდროს სჭირდება, შარლ მიშელის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის შესრულება. ჯერჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. იმედი მაქვს საჯარო დისკუსიებში აღარ იქნება საუბარი იმაზე თუ ვინაა ცუდი ჩვენს შორის", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი