მადლობა ვუთხრათ ვინც შეთანხმებას ასრულებს, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

მე არ მინდა გამოგვრჩეს ვინმე, რომ მადლობა ვუთხრათ ვინც შეთანხმებას ასრულებს, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს - აცხადებს არმაზ ახვლედიანი გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. საკანონმდებლო ორგანოში განცხადებები კეთდება.

თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. გპირდებით, ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი რომ შეთანხმების სულისკვეთება სრულდება პატიოსნად. ახლა სწორედ ამ მიზნით დავბრუნდებით დარბაზში და განვაგრძობთ საუბარს" ამბობს ახვლედიანი.

"ქართულ ოცნებასა" და პარლამენტში, დღეს შესულ ოპოზიციას შორის შეხვედრა ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი