მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა ამბობს, რომ ნიკა მელიას ადგილას ევროკავშირის გირაოს შეთავაზებას მიიღებდა, გარდა ამისა, როგორც რურუა თვლის, პარლამენტში ენმ-ც უნდა შევიდეს.

განცხადებები გიორგი რურუამ გლდანის ციხესთან გააკეთა:

მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი, მე ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ მალე დატოვოს (ციხე)...

ვფიქრობ, რომ ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც - ამბობს რურუა.

წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი რურუამ დღეს საპყრობილე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი