ერგნეთის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

გამოქვეყნდა:

ერგნეთის შეხვედრასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონო დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.

დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია მთავარი განსახილველი საკითხი იყო, ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით.

დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა.

ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”,- განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე, ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან, რაც პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

IPRM-ის შემდეგი შეხვედრა ივნისში დაიგეგმა

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი