ოპოზიცია კონგრესმენების მხრიდან კრიტიკას "ოცნების" მიერ Frontera–ს შევიწროებას უკავშირებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-დან მომდინარე კრიტიკას ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკული ბიზნესის დევნას უკავშირებს.

ხელისუფლების ოპონენტები კონგრესმენ ბიშოპის მიერ მარკ მალენის ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურებიან და მთავარი პარტნიორის მხრიდან კრიტიკის ერთ-ერთ საფუძვლად Frontera–ს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს მოიაზრებენ. ამერიკულ კომპანიასთან საქართველომ არბიტრაჟშიც წამოიწყო დავა, სადაც Frontera 14 ბრალდებიდან 12–ში გაამართლეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია სწორედ Frontera–ს საქმეს უკავშირებს ამერიკული მხარის კრიტიკულ განცხადებებს.

რა თქმა უნდა, ამერიკელები გააგრძლებენ თავიან პოლიტიკურ სვლას, თუ ჩვენი ხელისუფლება გონს არ მოეგება, - ამბობს თამარ კორძაია.

სანქციები რომ გარდაუვალი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს, ამაში ეჭვი არ ეპარება მმართველი გუნდიდან დემარშით წასულ დეპუტატს, თამარ ჩუგოშვილს.

სანქციები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, სანქციები შეიძლება იყოს ინდივიდუალური, რომელიც უწესდებათ კონკრეტულ პირებს და ეს შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვა, გარკვეულ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვა, შეიძლება იყოს ქონებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, თუ ქვეყნის მიმართ იქნება, მაგალითად, საბიუჯეტო დაფინანსებების შეკვეცა, – ამბობს ჩუგოშვილი.

ოპოზიცია ანალიტიკოსებთან ერთად ხელისუფლებას 8 მარტს დადებული შეთანხმების შესრულებისა და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნისკენ მოუწოდებს.

კონგრესმენი ბიშოპი მიერ მარკ მალენის ინიცირებული დოკუმენტის ხემომწერი გახდა. საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტი, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები. განსაზღვრულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილ დარღვევებთან კავშირში მყოფ პირებს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალოთ და გაიყინოს მათი ფულადი ანგარიშები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი