
დღეს, 28 აპრილს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ. ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას, სავარაუდოდ, პარლამენტში შესული ოპოზიცია არ დაესწრება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ამბობს, რომ სრულად საპარლამენტო საქმიანობაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან და შეთანხმება სრულად შესრულდება.
ეკატერინე ტიკარაძე "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში 13 აპრილს უნდა მისულიყო, თუმცა მისი წერილის საფუძველზე მოსმენა გადაიდო.