ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 077 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 149 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 127 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი