დილის მონაცემებით, "სინოფარმით" ასაცრელად 6 700-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში sinopharm-ის ვაქცინაზე 6 700-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან ყველაზე მეტი, 4 500-მდე ადამიანი, თბილისში დარეგისტრირდა.

​იმნაძის თქმით, რეგისტრაცია 15 მაისამდე გაგრძელდება.

​"დღეს დილის მოანცემებთ, უკვე 6 700-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია 15 რიცხვამდე. ჯერჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე. ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ ვაქცინაცია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი, 4 500-მდე ადამიანია თბილისში დარეგისტრირებული. რეგისტრაცია გაფართოვდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში წარმატებით განვითარდება და ჩატარდება",- თქვა პაატა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა დრამატულ მატებას ჯერჯერობით ადგილი არ აქვს.

 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი