პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.
მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.
"ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - წერს მთავრობა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ამავე თემაზე: