სასამართლომ PHR-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა - ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენი ისევ ვერ შევა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ "პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა - შესაბამისად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის სამსახური მონიტორინგის ჩასატარებლად ისევ ვერ შევა.

სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ობუდსმენის მიერ 2015-2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში, სადაც საუბარია ბავშვებისადმი მძიმე და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათი უფლებების სისტემატიურ დარღვევაზე. 

მესამე სექტორის შეფასებით, მოსამართლის უარი არალოგიკურია და ის შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული - კომპეტენციის კრიზისი და მიკერძოებულობა.

"ქვეყანაში არსებობს დახურული დაწესებულებები, სადაც ბავშვები არიან იზოლირებულები, იქ თავად სახელმწიოფს არ აქვს უფლება შესვლის, ანუ სახელმწიფოზე მაღლა დგას მეუფე სპირიდონი. არ ვიცი ამაზე მეტი სამარცხვინო სათაური რა უნდა ჰქონდეს ბავშვის უფლებების დარღვევას", - ამბობს PHP-ს თავმჯდომარე, ანა აბაშიძე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 15 აპრილს უწყების თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი