ნიკა მელიას მთავარი გზავნილია, ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ სალომე სამადაშვილი შეხვდა. მისი თქმით, მელიას მთავარი გზავნილია, რომ ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

"ნიკა არის ძალიან მხნედ, ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა, მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელიმ კარგად იცის, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესბიდან გამომდინარე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი