ხულიგნობაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა?! - ინჯიას აზრით, გინება სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს

გამოქვეყნდა:

"ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა, დედის გინება ჩვეულებრივი სალაპარაკო იმაშია რა... ენა გახდა რა და აბსოლუტურად ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე.

მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც [კანონი] და არავითარი პატიება და რაღაც. აქ წერია ერთხელ 1 000 ლარამდე, მეორედ 2 000 ლარამდე, მესამედ თუ გააკეთა, მეოთხედ თუ გააკეთა როგორ იქნება? კვლავ 2 000- 2 000 ლარი? ჯერ ერთი ლარი როგორ მიდის კარგად ხედავთ, ხომ არ ჯობდა, რომ ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაც ნაწილზე, ან სხვა განზომილება რომ იყოს და არა ლარებში? ერთ წელიწადში, ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ეს ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას? [...] 

მე ვფიქრობ, დიფერენციაცია უნდა თუ მესამედ, მეოთხედ მოხდა იქ უნდა იყოს ეს სისხის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და 6 თვე, 1 წელი იჯდეს".

თქვა "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

ინჯიას აზრით, გინება სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი