ოპოზიცია: რუსეთს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოში მათი გავლენა გაიზრდება

გამოქვეყნდა:

"ეს არის სიგნალი გარკვეულწილად, რუსეთის მხრიდან, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ შემდეგი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური გავლენა გაიზრდება" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი რუსეთის წარმომადგენლის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის აღსაგენად, მზადაა.

სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ", გასული წლების განმავლობაში ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური გავლენა გაზრდილიყო. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის სრულად აღდგენის მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „რაშა თუდეის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

რუსი პარლამენტარებისა და ჩემი კოლეგების სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ აღვადგინოთ საპარლამენტო დიალოგი, როგორც  ქართველ და უკრაინელ თანამოაზრეებთნ ასევე ოპონენტებთან, - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა. 

კონფერენციაში ნინო ბურჯანაძე და უკრაინის პარლამენტის წევრი ოლეგ ვოლოშინიც მონაწილეობდნენ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა, ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი