"დიდი ნაბიჯი უკან... ქვეყანა 10 წლის წინანდელ პოზიციას უბდუნდება" - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციის ბოიკოტსა და '"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზეც.

"საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა, ქვეყნის ბოლო დროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო მაშინ, როცა დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები თავს იძულებულად თვლიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს არათანაბარი სათამაშო წესების გამო. გამარჯვებულებს ლეგიტიმაციას ართმევენ და მთელი ყურადღება სერიოზული დარღვევებისკენ გადადის, ეს კი ამომრჩეველს ცვლილებებისთვის დარჩენილ მცირე შესაძლებლობას ართმევს. არჩევნებს ყოველთვის არ გამოჰყავს ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმიდან, მაგრამ შანსი 0-მდე ეცემა, როცა არავინ, არაფერს ცდილობს",-ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსაც. Freedom House-ის შეფასებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითი აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაა.

"2020 წელს პოლიტიკურმა ჩარევებმა და პოლარიზაციამ ქართულ მედია გარემოზეც იმოქმედა. მოხდა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიიდან და რადიოდან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც ქვეყანაში ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითია",-ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი