„ომეგას“ რეკეტი – TBC–დან ოთხი მილიონი ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა გაიტანა

გამოქვეყნდა:

პირი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით მრავალმილიონიანი რეკეტი აღასრულა და „ომეგასთვის“ წართმეული ფული „თიბისი ბანკიდან“ ჩანთით წაიღო, ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრია. ჯონი შურღულაია ფინანსთა სამინისტროში საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსია.

ომეგასთვის“ წართმეული ფული „თიბისი ბანკიდან“ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ჩანთით გამოიტანა და შავი ჯიპით მოსულ უცნობ პირებს გადასცა. რეკეტის ყველა ნიშანი აშკარა იყო, თუმცა გამოძიება ხმაურიან საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.

ივანიშვილ-ფარცხალაძის სახელით მოქმედი გამომძალველის იდენტიფიცრება კი presa.ge-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოახერხეს.

საქმე ეხება სახელმწიფო დონეზე განხორციელებულ რეკეტს, რომელიც ივანიშვილის ინიციატივით დაიგეგმა და ფარცხალაძის მონაწილეობით შესრულდა, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელიც შურღულაიას უკავშირდება. შურღულაიას სახელი 2017 წლის მაისში, El Centro-ში მომხდარ ინციდენტთანაც ფიგურირებს. კლუბში ფარცხალაძეს და მაშინდელი გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების კადრები გამქრალია, რაშიც ოპოზიცია სწორედ ჯონი შურღულაიას ადანაშაულებს.

El Centro-ს ინციდენტიდან ორ კვირაში, 2017 წლის ივნისში ჯონი შურღულაია დააწინაურეს და ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი გავლენიანი სსიპ-ი, საფინანსო ანალიტიკური სამსახური ჩააბარეს. მისი დეპარტამენტი ახლა ძვირადღირებულ შესყიდვას ახორციელებს კომპანია "დელტა კონსალტინგისგან", რომელიც სკანდალურად ცნობილი „დელტაკომის“ შვილობილია. აღნიშნული კომპანია ხელისუფლებამ ე.წ. კაბელების საქმის შესაკერად გამოიყენა.

შურღულაიას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ფარცხალაძის მეგობარს ბოლო სამი წლის განმავლობაში სამი ახალი ბინა აქვს ნაყიდი, თანაც საბაზროზე ღირებულებაზე ორჯერ უფრო დაბალ ფასად.

ფინანსთა სამინისტროში კი კითხვებზე - დაიკითხა თუ არა „ომეგას საქმეზე“ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჯონი შურღულაია, რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ მისი იდენტიფიცირება ორი წლის განმავლობაში, ან რაში სჭირდება მის უწყებას ძვირადღირებული შესყიდვების გაფორმება კორონა კრიზისის პერიოდში, პასუხები „მთავარმა“ ვერ მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი