ნიკა მელიას თავისუფლებისთვის! - მელიებმა რუსთავის ციხესთან აქცია ჩანიშნეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ, მელიებმა, სასამართლო სხდომის პარალელურად, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია ჩანიშნეს.

ვინაიდან და რადგანაც, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების დაკვეთებს, გადავწყვიტეთ, მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი არა სასამართოს ეზოში, არამედ რუსთავის ციხესთან გავმართოთ, სადაც უკანონო პატიმარი, ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით არის გამოკეტილი.

ვისაც გაქვთ სურვილი, შემოგვიერთდით, ერთად გავამხნევოთ ნიკა მელია რუსთავის მე-12 საპყრობილესთან და გავაგონოთ ჩვენი ხმა #224-ე საკანში გამოკეტილ ოპოზიციის ლიდერს. ვუთხრათ კიდევ ერთხელ, რომ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და მზად ვართ ვიბრძოლოთ მასთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმარს!, - წერენ მელიები. 

ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. მელიების აქცია კი რუსთავის ციხესთან 12:00 საათზე დაიწყება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი