
საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე იმართება, სადაც სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა.
"ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ასვე, დღეს, როცა უკვე გამოცხადებულია ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოვებ, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებ მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა.
ასეთი მაგალითი ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში, თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია. გილოცავთ, ვულოცავ ქართულ ჯარს, თქვენსავით და თქვვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს",- თქვა ზურაბიშვილმა.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი სამხედროებს დაპირდა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე სტანდარების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროების ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმაშენებლობისა და განვითარების მიმართულებით", - თქვა მან.
ხელისუფლების წევრებმა საერთაშორისო პრატნიორებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.