ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ერთიანობის უდიდესი მაგალითი - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელ საქართველოს  აერთიანებს. 

ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი.

ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას!

ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს! ისინი საქართველოს ელჩები არიან მშვიდობისთვის მებრძოლ მსოფლიოში".

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი