დღეს, 29 აპრილს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა მარნეულის მერიასთან აქცია გამართეს, ისინი აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის - სიმონ მუმლაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებენ.
"ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური დევნა, განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს დევნის სისტემა, ისე რომ მაქსიმალურად შეუქმნან დისკომფორტი. ჩემი ოჯახის მიმართ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მანამდე, 2 წლის წინ ჩემი მეორე ძმა, რომელიც მესაზღვრეა იგივე პრინციპით გაათავისუფლეს, გააგდეს სამსახურიდან და ჩვენ 18 თვიანი სასამართლო პროცესები ვაწარმოეთ და მოვიგეთ. ეხლა უკვე ჩემ მეორე ძმას მიადგა სისტემა და გაუშვეს სამსახურიდან", - თქვა გიორგი მუმლაძემ.
სოლიდარობის ნიშნად, აქციას მარნეულის ადგილობრივი აქტივისტებიც შეუერთდნენ, ისინი მოითხოვენ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სიმონ მუმლაძე სამსახურში დააბრუნონ.
"სიმონ მუმლაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან მისი ოჯახის წევრი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ ვიცით რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებზეც მოხდა მსგავსი შემთხვეა", - თქვა სამირა ბაირამოვამ.
შეგახსენებთ, რომ სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წელი მუშაობდა, თუმცა მას 2 დღის წინ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი მუმლაძის საქმიანობას უკავშირდება.
ამავე თემაზე: