ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე Facebook-ზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
პოლიტიკური დევნა არ არის ახალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის! ქოც/სისტემა ჩემს მოთმინებას და ბრძოლისუნარიანობას კიდევ ერთხელ გამოცდის!
ამჯერად ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, არის თავის საქმის პროფესიონალი და ერთგულად ემსახურება საქმეს!
ერთადერთი "პრობლემა", მისთვის არის ის რომ ჩემი ძმაა, სწორედ ამიტომ მთელს სამსახურში, მხოლოდ მას არ გაუგრძელეს ხელშეკრულება! ჩემი ოჯახისთვის თავს შევაკლავ ნებისმიერს! პატარა კაცუნებს ყველგან სათანადო პასუხს გავცემთ!
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall - ვნახოთ ვისი აჯობებს?!
#ამბრძოლასმოვიგებთაუცილებლად!, - წერს მუმლაძე.
ცნობისთვის, 14 აპრილს, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მუმლაძე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღძრა. ამის შემდეგ მას 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თანხის გადახდის შემდეგ კი საპატიმროდან გამოუშვეს.