ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების მაღალი რისკი. 

შეგახსენებთ, რომ პროცესზე "უცნობი" და ვატო შაქარაშვილი თავდებობის შუამდგომლობას აყენებდნენ, მათ მდუმარე აქციაც გამართეს.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, ხოლო თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან. 

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი