ხმაური და დაპირისპირება მარნეულის მერიასთან, სადაც "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის - სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.
დაპირისპირების დროს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის გიორგი მუმლაძე კიდევ ერთხელ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"Გიორგი მუმლაძე ისევ დააკავეს და დატყვევებული ყავთ მარნეულის პოლიციაში.
Მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს ჩამოვიდეს აქ და მხარი დაუჭიროს სამართლიანობისთვის და საკუთარი ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს", - წერს ალიკა კუპრავა.
დაპირისპირების შემდეგ მერიის შენობაში შესვლა რამდენიმე აქტივისტმა შეძლო, მათ შორის იყო გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და სხვები. "ევროპული საქართველოს" წევრის, ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ მერიის შენობაში გიორგი მუმლაძეზე იძალადეს. მისი თქმით, დაინახა როგორ დააგდეს ის ძირს.
ადგილზე სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. უცნობია ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. ამავე თემაზე: