ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს, კანონი არის ტელევიზია - გაჩეჩილაძე

გამოქვეყნდა:

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" ამბობს, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს და კანონი ის არის, რაც "ტელევიზიებს მოუნდებათ".გაჩეჩილაძემ განცხადება "ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა.

"კანონი არის დღეს ტელევიზია. ის, რაც ტელევიზიებს მოუნდებათ, იმას გახდიან კანონს. მე ვიძახი, რომ ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს და არანაირი სამართლინობის განცდა არ არსებობს.

მე არაფერი არ მითქვამს მაგისტრალების გადაკეტვაზე. მე ვთქვი, რომ თუ იმდენი ხალხი მოვა, რომ მაგისტრალები გადაიკეტოს, მაგისტრალებიც გადაიკეტება-მეთქი",-თქვა გია გაჩეჩილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს "ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" მხარდამჭერებთან ერთად მივიდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი