შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მერიასთან აქციაზე 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მათ შორისაა გიორგი მუმლაძეც. უწყების ინფორმაციით, ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ადგილზე გიორგი მუმლაძის ძმის - სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მერიაში შესვლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ მერიის შენობაში გიორგი მუმლაძეზე იძალადეს. მისი თქმით, დაინახა როგორ დააგდეს ის ძირს.
შეგახსენებთ, რომ სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წელი მუშაობდა, თუმცა მას 2 დღის წინ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი მუმლაძის საქმიანობას უკავშირდება.