ქვეყნის პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ინვესტორი ირაკლი კაჭარავა უჩივის. ადვოკატების თქმით,   კაჭარავა პროფესიული განვითარებისთვის ჩოგბურთელს დიდი ოდენობის თანხით აფინანსებდა, სანაცვლოდ კი სპორტსმენს 50-ეულში მოხვედრის შემდეგ ტურნირებზე გამომუშავებული თანხის ნაწილი ინვესტორისთვის უნდა გადაეხადა, თუმცა მან ეს შეთანხმება დაარღვია.  

"შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კაჭარავა ახორციელებდა დაფინანსებას. კონკრეტულად, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უზრუნველყოფდა სატრანსპორტო, სამივლინებო საცხოვრებელი და სხვა ხარჯის დაფინანსებას, მისი მწვრთნელების მომზადებას. თანმხვედრი პირობა იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც მოხვდებოდა 50-ეულში, უნდა მოეხდინა მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან თანხის გადახდა ინვესტორებისთვის.

დადგა საკითხი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების და ვინაიდან, არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად ვალდებულება არ შესრულდა, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის",- თქვა კაჭარავას ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი