AstraZeneca-თი ვაქცინაცია ისევ მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა კვლავ მხოლოდ 55 წელს ზევით მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. შესაბამისი კომენტარი მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

"ასტრაზენეკას შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო და 55 წლის ქვემოთ ის მინიმალური თრომბოზის რისკი, რომელიც არსებობს სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია ეს არის ერთეული შემთხვევები, ეს არის მიზერი იმასთან შედარებით რაც კოვიდის დროს ვითარდება თრომბოზები, მაგრამ მიზერიც არ გვინდა დავუშვათ. ასე რომ "ასტრაზენეკას" დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი