გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და მათთან ერთად დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები მარნეულიდან ბოლნისის სასამართლოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის უცნობია, როდის ჩატარდება სასამართლო სხდომა. დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მარნეულში, დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული აქტივისტების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები მარნეულის მერიასთან გიორგი მუმლაძის ძმის - სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მერიაში შესვლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წელი მუშაობდა, თუმცა მას 2 დღის წინ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი მუმლაძის საქმიანობას უკავშირდება.