თემა აწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ მელიასა და ენმ-სთან - მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

"ნიკა მელია ახლა საპატიმროშია. ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფი ადამიანია, საპატიმრო მაინც განსაცდელია", - ასეთი კომენტარი გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას.

მანჯგალაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირების მეტი სივრცე გაჩნდება მაშინ, როდესაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს "მთავარი გაბრაზებული მხარე, "ნაციონალური მოძრაობა".

"უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ - ადამიანურად, მორალურად, კაცურად, თუნდაც ვაჟკაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია. რომელმაც ამ საკითხების გადაწყვეტაში თავისი დადებითი როლი შეასრულა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ ნიკა მელიასა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არ ვაპირებ, რომ განსხვავებული პოზიციები გვქონდეს", - ამბობს მანჯგალაძე "პალიტრანიუსის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი