დღეიდან, სამოქალაქო აქტივისტებს კიდევ უფრო გამკაცრებული კოდექსით გაასამართლებენ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის იზრდება ფულადი ჯარიმის ოდენობაც და პატიმრობის ვადებიც.
მმართველმა გუნდმა 1984 წლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა.
სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მის ძირეულ ცვლილებას ითხოვს და ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი კოდექსით არ შეიძლება მოქალაქეების გასამართლება.
მათი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ახლა აქტივისტების წინაღმდეგ ახალი ბერკეტები აამუშავა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი მომავალი არჩევნებისთვის თავს იზღვევს და ცდილობს ნაკლები აქტივისტი იხილოს ქუჩაში გამოსული.
დღეს კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია. უმრავლესობამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით - მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.
დღეიდან სამოქალქო აქტივისტებს გაორმაგებული თანხით დააჯარიმებენ და შეეცდებიან, მათი ქუჩის პროტესტი კანონის წესით ჩაახშონ.
ამავე თემაზე: