ვაშლიჯვრის მეწყერი მოსახლეობას უახლოვდება. საშიშ ზონაში ბოლო დროს ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობა კი ლოდების გახშირებულ ცვენაზე საუბრობს.
ადგილობრივები მერიის ქმედებებს არ ენდობიან და ამბობენ რომ საფრთხის მიუხედავად, კალაძის უწყება აგრძელებს სამშენებლო ნებართვების გაცემას და რამდენიმე სამშენებლო მოედანი სამუშაოების დასაწყებად გამზადებულიც არის.
მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მძიმე სურათს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ის გარემოება, რომ თუ მიწა მოძრაობას გააგრძელებს და დამეწყრილ კლდეს ლოდები კიდევ მოწყდება, უცნობია რა ბედი ეწევა ახალაშენებულ ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც დამეწყრილ ზონას მაღლიდან გადმოჰყურებს.
მრავალსართულიანი კორპუსს შპს "საფირ ბაკურიანი" უკვე რვა თვეა აშენებს. იმისთვის რომ ტერიტორიაზე შესვლისა და გადაღების საშუალება მედიას აღარ ჰქონდეს, დღეს კომპანიის თანამშრომლებმა კედლის აღმართვა დაიწყეს.
მერია საშიშროების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილებას არ იღებს. დამეწყრილ კლდეზე კი ნაპრალების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ამავე თემაზე: