"ვაჩერებთ მეწყერს, ძალიან სულელური განცხადებაა" - გოდოლაძე კალაძეს

გამოქვეყნდა:

"ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი - ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში"- ასე ეხმაურება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას.

"მეწყრის შეჩერება შეუძლებელი რამაა, ვიღაცამ უნდა უთხრას მერსაც მის მოადგილესაც და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი - ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში", - თქვა თეა გოდოლაძემ. 

თბილისის მერმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოები ჩატარდა, რამაც შედეგი გამოიღო. კერძოდ, თბილისის მერის განმარტებით, სამუშაოების შედეგად, მოიხსნა მიწის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი