30 წლის ქეთევან ჩხაიძე გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ახალგაზრდა ქალის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
დაკავებული წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ქეთევან ჩხაიძე კასპში, 14 მარტს მოკლული ნოდარ ღუნაშვილის მეუღლეა, ახალგაზრდა ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის საქმეზე მისი ბავშვობის მეგობარი მამაკაცია დაკავებული. მოკლულის ოჯახი ქეთევან ჩხაიძესთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, მათი აზრით ის ქმრის მკვლელობაში მონაწილეობდა.
ამავე თემაზე: