ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც უწყება კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ავრცელებს.
საუბარია ბიზნესმენ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაზე.
ბიზნესმენის მეუღლეს, 30 წლის ქეთევან ჩხაიძეს, პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. პროკურატურა ჩხაიძის აღკვეთის სახედ, წინასწარ პატიმრობას ითხოვს. პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.
გორის სასამართლოსთან არიან შეკრებილები მოკლული ღუნაშვილის ოჯახის წევრები და მოითხოვენ, ბრალდებულ რძალს გირაო არ შეუფარდონ.
მკვლელობა კასპში 14 მარტს მოხდა. პოლიციამ მოკლულის ცოლი გუშინ დააკავა. მანამდე, მკვლელობიდან მეორე დღეს, 30 წლის ზურაბ კახნიაშვილი, რომელიც მოკლულის ბავშვობის მეგობარია