"ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - ამ ტრანსფარანტით, ზუგდიდში, ერთი კაცის აქცია დღესაც გაგრძელდა, თუმცა ამჯერად როსტომ ზარანდიას კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი შეუერთდა.
რადიო ათინათის ინფორმაციით, ორივე მათგანი სწორედ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დღეს დააჯარიმეს.
ზარანდიამ პროტესტი გუშინ დაიწყო.