დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა.  შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

„2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე,“- თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავებაზე, ასევე ჯანდაცვის და სოციალურ ღონისძიებებზე.

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი