
საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილმა წერილმა ქვეყანა დააზარალა. ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.
ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში გაგზავნილ წერილს და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს აკრიტიკებს, როდესაც ხელისუფლება ელჩის გაწვევით დაიმუქრა.
საქართველო დააზარალა ამან. პრესაში იბეჭდებოდა წერილი, რომელიც გააგზავნეს უკრაინის პარლამენტში. გამოიწვია ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ იქ იციან, რომ ხალხი, ქართველები, ამას ყველაფერს სხვანაირად უყურებს, - განაცხადა კიკაბიძემ.
ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას დადებითად აფასებს და მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზეა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა.