ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეხვედრას მართავს. ისინი დოკუმენტის შესრულების ვადებსა და 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ისაუბრებენ. 

"შეთანხმების სწრაფი განხორციელება დღეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ, ძალიან ბევრი რამაა დასაგეგმი იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფი განხორციელება ამ შეთანხმების. დასაგეგმია, ასევე, კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე მოქმედების გეგმასა და ვადებზე იმსჯელებენ. 

ცნობილია ისიც, რომ ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის "ქართული ოცნებისეულ" ვერსიას მხარს არ დაუჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი