არ არსებობს ფორმულა, რომელიც ივანიშვილის ენმ-ს გარეშე დაამარცხებს - დეკანოიძის პასუხი ვაშაძეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს პასუხობს და ამბობს, რომ არ არსებობს ივანიშვილის დამარცხების ფორმულა ენმ-ს გარეშე.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში, რომელიც არის უდავოდ, არა მხოლოდ ყველაზე უფრო დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე ნიკაზე მაქვს საუბარი, არამედ გამორჩეული ლიდერი. რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი. 

არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი [ვაშაძე] კონკურენტები ვიყავით. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე ჩვენი მხარდამჭერების გარეშე", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

მისივე განცხადებით, ნიკა მელია ნამდვილად უნდა ყოფილიყო ერთიანი კანდიდატი.

გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ "მარცხის ფორმულაა" თუ ოპოზიციიდან ყველა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. 

აქცია რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი