სააკაშვილის ფაქტორი უკრაინულ დღის წესრიგს გააძლიერებს - დავით საყვარელიძე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას "მთავარ აქცენტებში" ეხმაურება. 

ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, ყველას ესმოდა, რომ ქვეყანას გაძლიერება სჭირდებოდა - "სააკაშვილის ფაქტორი კი უკრაინულ დღის წესრიგს მხოლოდ გააძლიერებს". 

საყვარელიძე ამბობს, რომ უკრაინაში, სააკაშვილი და მისი გუნდი თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობასთან ასოცირდება. 

ცხადია, ჩვენ საქართველოსხელა ხანგრძლივი წარმატების "ბექგრაუნდი" არ გვაქვს უკრაინაში, თუმცა, არის უწყვეტი ბრძოლის დემონსტრირება და უკომპრომისო ბრძოლა, რაშიც ბევრჯერ დავზიანდით კიდეც. რეპუტაცია სუფთაა, სინდისი სუფთაა და ყველა ელოდა ამ ნაბიჯს, - ამბობს საყვარელიძე. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი