
უმრავლესობაში მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას და შევაფასებთ შექმნილ ვითარებას
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, თბილისის მერობაზე "ქართული ოცნების" შესაძლო კანდიდატებზე.