
"სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში. თუმცა, ტექნიკურად ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გეტყვით. პარლამენტში საერთოდ ყველა ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია და არსებობს უმრავლესობა. გვინდა თუ არ გვინდა, ნებისმიერ კანონს სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიციის როლია, საზოგადოებას აჩვენოს რეალური პრობლემა კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში. ისეთ მყიფე უმრავლესობაში, რომელიც დღეს აქვს "ქართულ ოცნებას", ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არის შესაძლებლობა, რომ აზრი საზოგადოების წნეხთან ერთად საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით შევაცვლევინოთ".
- ამბობს შალრ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" პარლამენტში შესული ლიდერი გიორგი ვაშაძე.