"უკრაინას ჭაობიდან ამოთრევა სჭირდება" – მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჰქონდა, სადაც უკრაინის მომავალზე ისაუბრეს. მისი შეფასებით, ზელენსკის კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანას სწრაფი ცვლილებების გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

პრეზიდენტი ძალიან მტკიცედ არის განწყობილი რადიკალური რეფორმებისა და ცვლილებებისთვის, – წერს სააკაშვილი.

რაც შეეხება მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, სააკაშვილის შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტი მზადაა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განმარტებით, მისი დანიშვნის წინააღმდეგები ის მოქალაქეები არიან, ვისაც სტატუს –კვოს შენარჩუნება სურთ.

უკრაინას ჭაობიდან ამოთრევა სჭირდება და ეს შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, რომელიც არასდროს ყოფილა ქურდი და არასდროს გახდება (დარწმუნებული ვარ, რომ ზენელსკი ასეთია) და რომელსაც აქვს ამბიცია, რომ შევიდეს ქვეყნის ისტორიაში ისეთ ადამიანად, რომელმაც უკრაინელებისთვის რაღაცის გაკეთება შეძლო, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თავისი გამოცდილებით შეძლებს ზელენსკის დახმარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი